საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კონსილიუმი დღეს 15:00 საათზე შეიკრიბება.
მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განმარტებით, გუშინ, როდესაც სააკაშვილი მოინახულა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა.
"გუშინ, როდესაც ვნახე, მდგომარეობა იგივე იყო, რაც წინა დღეებში. გუშინ უკეთ დადიოდა, ჰოსპიტალიზაციის საკითხსაც ალბათ კონსილიუმი გადაწყვეტს. კონსილიუმის წევრები ეცნობიან მის ანალიზებს და მერე გადაწყდება სამოქმედო გეგმაც", - განაცხადა ყიფშიძემ.