ხვალიდან, 15 ნოემბრიდან, არასრულწლოვან დამნაშავეებისთვის სპეციალური პროგრამა ამოქმედდება, რომლის მიხედვით მათ "დანაშაულის გამოსყიდვის" შანსი ეძლევათ.
პროგრამის მიხედვით, არასრულწლოვანი დამნაშავე, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და დაზარალებულს ბოდიშს მოუხდის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება.
პროგრამა მხოლოდ ნაკლებადმძიმე დანაშაულების ჩადენაში ეჭვმიტანილებს შეეხებათ.
"ეს არის ახალი ეტაპი, როცა არა სადამსჯელო ღონისძიებით ვიმუშავებთ არასრულწლოვანი დამნაშავეების წინააღმდეგ, არამედ მათ მენტალურად შეცვლას ამ პროგრამით შევეცდებით. მისი მიზანია ისინი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, შესაბამისად, სასამართლოებში სირბილსა და ციხეში მოხვედრას ავარიდოთ", - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძემ 11 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც მან პრორამის შესახებ ისაუბრა.
პროგრამის ავტორების აზრით, "დანაშაულის გამოსყიდვის" შანსი არასრულწლოვანების მხრიდან დანაშაულის ჩადენის სტატისტიკას არ გაზრდის.