ცნობილმა ამერიკელმა ფოტოგრაფმა სპენსერ ტუნიკმა ისრაელში, მკვდარი ზღვის მახლობლად, ჩაატარა მასიური შიშველი ფოტოსესია, რათა მკვდარი ზღვის გაუჩინარებისკენ მიეპყრო მსოფლიოს ყურადღება.
ამერიკელი ფოტოგრაფი ცნობილია თავისი ფართომასშტაბიანი "შიშველი" კომპოზიციებით ბუნებრივ პირობებში.
დღევანდელ შიშველ ფოტოსესიაში მონაწილეობა მიიღო 19 -დან 70 წლამდე ასაკის 200 -მა ადამიანმა. მათი სხეულები თეთრად იყო შეღებილი. ფოტოსესია ჩატარდა ისრაელის ქალაქ არადის მიმდებარედ, უდაბნოს ლანდშაფტის ფონზე.
ამ აქციის მიზანია მკვდარი ზღვის ეკოლოგიურ პრობლემებზე ყურადღების გამახვილება და უნიკალური ტერიტორიის შენარჩუნების აუცილებლობაა, რომელიც დედამიწის ყველაზე დაბალი წერტილია (მკვდარი ზღვა მდებარეობს ზღვის დონიდან დაახლოებით -420 მეტრზე).