ბოლოს რომ ვნახე, ახლა უფრო უარესს მოველოდი, მაგრამ ეტყობა ძაან მაგარი ორგანიზმი აქვს - მის შესახებ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა.
მისი განცხადებით, საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება ჯერჯერობით არ არის.
მოხარული ვარ, 4-5 დღე ველოდებოდი ამ დღეს, როგორც იქნა შევედი და ვნახე. ძალიან საინტერესო იყო, რომ ბოლოჯერ რომ ვნახე, ახლა უფრო უარესს მოველოდი. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეტყობა ძაან მაგარი ორგანიზმი აქვს, ასე რომ გადააჭარბა მოლოდინს... პრეზიდენტი თანახმაა კონსილიუმზე, თანახმაა ტესტებზე, თანახმაა წამლებზე. წყალს და ჩაის სვამს. რასაც ველოდებოდი ცუდს, ისეთი მდგომარეობა არ არის. განწყობა ძაან მხნე, ძაან გაუხარდა გუშინდელი აქცია, მაგაზე მელაპარაკებოდა კაი ხანს... საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება ჯერჯერობით არ არის, თუმცა საუბედუროდ დადგება ეს მომენტი..., - ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.
ფოტო: მთავარი არხი