ვიყავი ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ლანჩხუთში, სამეგრელოში რამდენიმე ადგილზე. რიკოთზე გეახელით ლობიანს, - აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, ვიდეოს გასაჯაროვების შემდეგ, იცოდა, რომ სწრაფად მიაგნებდნენ „იმიტომ რომ ყველაზე ბევრი კამერა სწორედ იმ ადგილში დგას, სადაც ვიდეოებს ვიღებდი“.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რისი ნახვა მოასწარო და სად ოყო, სააკაშვილი პასუხობს, რომ ის იყო რამდენიმე ქალაქში.
„ვიყავი ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ლანჩხუთში, სამეგრელოში რამდენიმე ადგილზე. რიკოთზე გეახელით ლობიანს და დაკავებამდე ხინკალი გამოვიძახე და სამწუხაროდ, მხოლოდ 1 ცალის შეჭმა მოვასწარი“, - ამბობს სააკაშვილი.