აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამა იოკოჰამაში, დიმიტრი მედვედევთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, განაცხადა, რომ ორი პრეზიდეტის შეხვედრა "ძალიან ნაყოფიერი" იყო.
"მნიშვნელოვანი იყო ისევ შევხვედროდი ჩემს მეგობარს, დიმიტრი მედვედევს. ვფიქრობ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით ძალიან კარგი ურთიერთოებების ჩამოყალიბება", _ განაცხადა ბარაკ ობამამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.