ვემზადებოდი დიდი ხანი, ეს არ იყო ჩემი ჩამოსვლის პირველი მცდელობა, - აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი იყო იყო დაუძლეველი, უსაზღვრო მონატრება და „მეორე, ეს იყო რაციონალური, დიდი ხნის დიდი ხნის ნაფიქრი დასკვნა, როცა ვუყურებ დემოგრაფიას, გეოპოლიტიკას, შიდა ინსტიტუციების ჩამოშლას და ვფიქრობ, რომ ამ ხაზის მიღმა უკვე ისეთ ზონაში გადავდიოდით, რომ ამ ხაზიდან მობრუნება შეუძლებელი იქნება“.
„ვემზადებოდი დიდი ხანი, ეს არ იყო ჩემი ჩამოსვლის პირველი მცდელობა. ყველაფერი არ განვითარდა ზუსტად ისე, როგორც ვგეგმავდი, რაღაცები ისე გაკეთდა, რომ პირველი მცდელობა კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა. მთლიანობაში, ეს არ იყო ბიზნესკლასის ვოიაჟი, არც ის, რასაც ახლა მედიაში აღწერენ“,- ამბობს სააკაშვილი.