მიხეილ სააკაშვილი მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში ისაუბრა.
ნიკოლოზ ყიფშიძს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დანებებას არ აპირებს და "ასე თუ გაგრძელდა [შიმშილობა] პრეზიდენტი ცოცხალი არ გვეყოლება".
"დავჯექით ჩვენ ერთად, კალენდარს ვუყურებდით, ვუხსნიდი, რომ არ გამოვა ეს არჩევნებამდე, ასე თუ გაგრძელდა, არჩევნებამდე ჩვენ პრეზიდენტი ცოცხალი არ გვეყოლება, მეგობრებო. ამას მე პირდაპირ ვიძახი და რა გითხრათ, ასე იქნება თუ არაფერი არ მოხდა. მიშა აპირებს, რომ აუცილებლად უნდა გამოვიდეს მის სასამართლოზე, რომელიც 10 ნოემბერს არის ჩანიშნული. 10 ნოემბრამდე კი არა 30 ოქტომბრამდე ვერ გაძლებს, არ არსებობს", - თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
მისივე თქმით, ხვალ შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანონ.
"დღეს არც მინდოდა საპატიმროს დატოვება, მაგრამ მერე შევხვდი ექთანს და ნახევარი საათი ვლაპარაკობდით იმაზე, როგორ გადავაგოროთ ეს ღამე, ხვალ ხვალ იქნება, მერე ვნახოთ როგორ იქნება. ხვალ ვაპირებ მისვლას და ალბათ, უნდა გადავიყვანოთ საავადმყოფოში, ხვალ თუ არა უკვე ზეგ უნდა გადავიყვანოთ... ის შიმშილობდა 10 დღე, ოფიციალურად ასე ვლაპარაკობთ, მაგრამ ეს არ არის 10 დღე, მე მგონი 14-15 დღეა უკვე. მე არ ვიცი, როგორ ჩამოვიდა საქართველოში, არ ვიცი როგორ ჩამოვიდა, მაგრამ ეს კი მითხრა, რომ არაფერი უჭამია გზაში და ბათუმში რომ იყო და დადიოდა იქ საკვები არ ჰქონია",-თქვა მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა.