საქართველოში ბრიტანეთის საელჩო მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო.
"შეძრწუნებული ვართ ბათუმში მომხდარი ტრაგედიით, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს. გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაშავებულებს.
ქედს ვიხრით ყველა იმ ადამიანის ძალისხმევის წინაშე, რომლებიც ამ წუთებამდე მუშაობენ ტრაგედიის ადგილზე", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.