ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს. უწყების ინფორმაციით, 26 მაისის ქუჩის ნომერ 13 საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარე შიდა სამუშაოებთან დაკავშირებით მუნიციპალურ ინსპექციაში შეტყობინება არ შესულა.
"26 მაისის 13-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარე შიდა სამუშაოებთან დაკავშირებით ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში შეტყობინების დაფიქსირებას ადგილი არ ჰქონია, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. კანონმდებლობით მაკონტროლებელ ორგანოს შიდა კერძო ტერიტორიაზე სამუშაობის შემოწმების უფლებამოსილება მხოლოდ შეტყობინების საფუძველზე აქვს", აცხადებენ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციაში.