ბათუმში ჩამონგრეული კორპუსიდან კიდევ ერთი გარდაცვლილი მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს.
ამ დრომდე შენობიდან ამოყვანილია 7 ადამიანი, აქედან ორი ცოცხალი და 5 გარდაცვლილი. 5 გარდაცვლილიდან 2 ბავშვი.
ჩამონგრევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
მაშველებმა სახლის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ცხედარი ამოიყვანეს. მანამდე გვიან ღამით მაშველებმა ნანგრევებიდან 4 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. გარდაცვლილთაგან ერთი ასაკოვანი ქალი, ორი კაცი და ორი ბავშვია.
რამდენიმესაათიანი ინტენსიური საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან 2 დაშავებული ამოიყვანეს, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ასობით მაშველია ჩართული