ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა გარდაცვლილი ქალის ცხედარი ამოასვენეს.
მანამდე, მაშველებმა საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან 2 ადამიანია ამოიყვანეს. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. ორივე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.