ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს. ის ნანგრევების ქვეშ რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია უცნობია. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ამ წუთებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ტარდება.
რამდენიმე საათის წინ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის ნაწილი მთლიანად ჩამოინგრა. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურებისა და პოლიციის ჯგუფები.