ყაზახეთმა ამერიკულ ჯარს ავღანეთისკენ ახალი საჰაერო მარშრუტები გაუხსნა.
შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, ამერიკული თვითმფრინავები ავღანეთში მოსახვედრად ყაზახეთის საჰაერო სივრცეს გამოიყენებენ, შეერთებულმა შტატებმა და ყაზახეთმა ხელი უკვე მოაწერეს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, შეთანხმება ყაზახეთთან მჭიდრო თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საუბარია არა მხოლოდ სამხედრო თვითმფრინავებზე, არამედ კომერციულ ფრენებზეც.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთში მოსახვედრად ამერიკულ თვითმფრინავებს თავისი საჰაერო სივრცე ყაზახეთმა 2001 წელსაც გაუხსნა.