ბაღებში COVID-ვაქცინაციის მაჩვენებელი უფრო დაბალია ვიდრე სკოლებში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლებში მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 52%-ი სრულად ვაქცინირებულია.
„სკოლებში უკეთესი მაჩვენებელია. ბოლო მონაცემებით, მასწავლებლების და ადმინისტრაციული პერსონალის 52 პროცენტია ორჯერადად აცრილი. 64 პროცენტამდე იყო ერთჯერადი აცრა სკოლებში მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის, გეთანხმებით, ბაღებში ეს ნაკლებია“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.