ავღანეთში ამ დილით მომხდარი ტერაქტის შედეგად სულ მცირე რვა ადამიანია გარდაცვლილი და ოცზე მეტი დაჭრილი. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა გარდაცვლილი მშვიდობიანი მოქალაქეა. აფეთქება ავღანეთის პროვინცია კუნდუზში მოხდა.
ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, ხალხმრავალ ადგილზე დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს.
შეგახსენებთ, რომ დღესვე გამთენიისას ბოევიკ-თვითმკვლელების სამიზნე ქალაქ ჯალალაბადის აეროპორტი და იქ განლაგებული ნატოს სამხედრო ბაზა გახდა.
აღნიშნული თავდასხმის შედეგად, განადგურებულია რვა ბოევიკი. აღსანიშმავია, რომ მათი უმრავლესობას ავღანური არმიის სამხედრო ფორმა ეცვა. აღნიშნული თავდასხმის დროს კოალიციური ძალების არც ერთი წარმომადგენელი არ დაღუპულა.
.