მოსკოვის ცენტრში, დედაქალაქის მერიასთან სამართალდამცველებმა მორიგი აქცია დაარბიეს.
არასანქცირებულ საპროტესტო მიტინგში მონაწილეობისთვის მილიციამ აქციის 20-მდე მონაწილე, მათ შორის მემარცხენე ფრონტის კოორდინატორი სერგეი უდალცოვი დააკავა, რომელმაც ღამე იზოლატორში გაატარა.
არასანქცირებულ მიტინგზე სულ 70-მდე ადამიანი იყო შეკრებილი. მათ მერისთან "კომერსანტის" ჟურნალისტ ოლეგ კაშინის ფოტოები მიიტანეს, რომელიც 6 ნოემბერს საკუთარ სახლთან სასტიკად სცემეს, ძალადობა გააპროტესტეს და ხელისუფლებას დამნაშავეთა დასჯისკენ მოუწოდეს.
ისმოდა შეძახილი "რუსეთი პუტინის გარეშე".
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის აქტივისტები ყოველი თვის 12 რიცხვში მოსკოვის მერიასთან "რისხვის დღეს" მართავენ.