ბათუმში, თამარის დასახლებაში, ლითონისა და კაპიტალურად აშენებული ავტოფარეხების დემონტაჟი მიმდინარეობს.
თამარის დასახლების მცხოვრებლები, ვისაც ლითონის ავტოფარეხი ჰქონდა, საკონპენსაციოდ 800 ლარს მიიღებენ, კაპიტალური ობიექტის მფლობელები - ათას 500 ლარს, ხოლო ისინი, ვისაც ავტოფარეხები კანონიერად ჰქონდათ გაფორმებული, ქალაქის მერიის ბიუჯეტიდან ერთ კვადრატულ მეტრზე 100 ლარს მიიღებენ.
ავტოფარეხების დემონტაჟის პროცესი ორი წლის წინ დაიწყო. ამ ეტაპზე თამარის დასახლებაში სულ 250 ავროფარეხს დაანგრევენ, მოსახლეობა კი საკონპენსაციო თანხას ეტაპობრივად სპეციალური დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ მიიღებს.
გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე იგეგმება სკვერების გაშენება, საბავშვო ატრაქციონების მოწყობა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
სამუშაო თამარის დასახლებაში ორი თვის წინ დაიწყო და დეკემბრის დასაწყისისთვის დასრულდება. 2011 წელს კი უკვე მერიის პროგრამის ფარგლებში დარჩენილი ეზოების მოწესრიგება მოხდება.