"მჯერა, გავიმარჯვებთ 2 ოქტომბერს და დავიწყებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომელსაც საზოგადოება ელოდება. მადლობა ჩვენს თანამოქალაქეებს ძლიერი მხარდაჭერისთვის", - ავთანდილ თალაკვაძე.
"ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ავთანდილ თალაკვაძემ, კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ოზურგეთის სოფლებში - მაკვანეთში, ლიხაურსა და დაბა ნასაკირალში გამართა.
მერობის კანდიდატმა შეხვედრებზე საზოგადოებას გააცნო საარჩევნო პროგრამა, 8 პუნქტიანი გეგმა და ახალი ინიციატივები ოზურგეთისთვის.
"ორთვიანი საარჩევნო კამპანია დავასრულეთ ოზურგეთში. ქალაქის თითოეულ უბანში და სოფლებში გვქონდა პოზიტიური შეხვედრები, სადაც საზოგადოებას წარვუდგინეთ საარჩევნო პროგრამა და 8 პუნქტიანი გეგმა: წყალი - წყლით მომარაგების პრობლემების მოგვარება; ინფრასტრუქტურის განახლება - შიდა გზები, ისტორიული ადგილების რეაბილიტაცია, სკვერები და საზოგადოებრივი სივრცეები, გაზიფიკაცია, კანალიზაცია, გარემოს ადაპტირება; ტრანსპორტი - თანამედროვე სატრანსპორტო სისტემა და ავტობუსები ოზურგეთს; ღირსეული საცხოვრისი - საბინაო პრობლემების მოგვარება; სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა - 4 ტრადიციული პროდუქტის წარმოების ხელშეწყობა; სპორტი ყველასათვის - სტადიონები და სპორტული წრეები ახალგაზრდებისთვის; ეკოლოგია და გარემოს დაცვა - ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემა; დასაქმება - ახალი საინვესტიციო პროექტები, სტარტაპები ახალგაზრდებისთვის, პროფესიული განათლება. მჯერა, გავიმარჯვებთ 2 ოქტომბერს და დავიწყებთ ამ პროექტების განხორციელებას. მადლობა ჩვენს თანამოქალაქეებს ძლიერი მხარდაჭერისთვის!"- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ