მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კალა-უშგულის გზის მონაკვეთზე კლდე ჩამოიშალა.
მათივე ცნობით, გამომდინარე იქიდან, რომ ქვის ცვენა გრძელდება, ამ დროისთვის ვერ ხერხდება გაწმენდითი სამუშაოების განხორციელება და საავტომობილო მოძრაობის აღდგენა.
"დაზიანებული მონაკვეთის შეფასების და საფრთხის გამორიცხვის შემდეგ დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები. საჭიროების შემთხვევაში, საავტომობილო მოძრაობის აღდგენამდე, უშგულის თემის მოსახლეობას მედიკამენტებით და პირველადი საჭიროების ნივთებით მესტიის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს", - ვკითხულობთ მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და მძიმე ტექნიკა.