სკანდალი გრძელდება ნობელი პრემიის ახალი ლაურეატის გარშემო. პრემიით უკვე დაჯილდოებულები ჩინეთის ხელისუფლებას სთხოვენ ნობელის მშვიდობის პრემიის წლევანდელ ლაურეატს ჩინელ ლიუ სიაობოს ჯილდო გადასცენ და ციხიდან გათავისუფლონ.
ლიუ სიაობო ამ დრომდე სასჯელს იხდის ადგილობრივი ხელისუფლება კი ნობელის პრემიით მის დაჯილდოებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
ამ ფაქტის გამო ნობელიანტები პროტესტს დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ. ამჯერად იაპონიის ქალაქ ხიროსიმაში, სადაც დღეს ნობელის პრემიის ლაურეატთა სამიტი გაიხსნა.
შეგახსენებთ, რომ მშვიდობის დარგში 2010 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ჩინელი აქტივისტი ლიუ სიაობო გახდა, რომელსაც 2008 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში "სახელმწიფო ხელისუფლების შერყევის წაქეზებისათვის" 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
პრემია ლიუ სიაობოს ჩინეთში ადამიანის უფლებებისათვის ხანგრძლივი და არაძალადობრივი ბრძოლისათვის გადაეცა.