იტალიის კულტურის მინისტრის გარშემო სკანდალი აგორდა. ოპოზიცია სანდრო ბონდის გადადგომას ითხოვს. ოპონენტები მინისტრს პომპეის ერთადერთი რელიკვიის გლადიატორების სახლის ჩამონგრევაში ადანაშაულებენ.
ბერლუსკონის მეგობარი ბონდი ბრალდებას უარყოფს და მომხდარს ფინანსური პრობლემებით ხსნის.
გლადიატორების ცნობილი სახლი ერთადერთი შენობა იყო რომელმაც ვეზუვის ამოფრქვევას გაუძლო.
'არქეოლოგები განმარტავენ, რომ თუ უახლოეს მომავალში პომპეიში სარესტავრაციო სამუშაოები არ დაიწყება იქ არსებული არქიტექტურული შედევრები საბოლოოდ განადგურდება.