ისლანდია, ნორვეგია და სხვა სკანდინავიური ქვეყნები აშშ-ს ჯაშუშობაში ადანაშაულებენ.
ნორვეგიული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული სახელმწიფოების წარმომადგენლებს ეჭვი აქვთ, რომ ამ ქვეყნებში აშშ-ის საელჩოები ჯაშუშურ საქმიანობას ეწევა. საუბარია, ამერიკის დიპლომატიური მისიების უშიშროების სამსახურის თანამშრომლების მიერ იმ პირების თვალთვალზე, რომლებსაც საელჩოებთან აქვთ კავშირი.
აღნიშნულის გამო, ნორვეგიის, დანიის, შვედეთის, ფინეთის და ისლანდიის მთავრობებმა საკუთარ ქვეყნებში ამერიკის საელჩოების საქმიანობის შესწავლა მოითხოვეს.
სკანდინავიური ქვეყნების ამ ბრალდებას შეერთებული შტატები უკვე გამოეხმაურა. ოფიციალური ვაშინგტონი პირობას დებს, რომ საკითხს სამთავრობო დონეზე განიხილავს.