თელავის ტელეკომპანია "თანამგზავრის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნატო მეგუთნიშვილმა თანამდებობა დატოვა.
როგორც რადიო "ჰერეთი" იუწყება, ინფორმაცია თავად მუგუთნიშვილმა დაადასტურა, თუმცა ტელევიზიიდან წასვლის მიზეზები არ განმარტა.
ვინ უხელმძღვანელებს ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს, ამ ეტაპზე უცნობია.
ტელეკომპანია "თანამგზავრი" თელავიდან მაუწყებლობს და მისი სიგნალი რაიონში ვრცელდება.