თელავის რაიონის ორი სოფლის, ყარაჯალისა და რუისპირის მოსახლეობას ანტისანიტარიის პრობლემა აწუხებს. სოფელში მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენები თვეების განმავლობაში ყარაჯალისა და რუისპირის დამაკავშირებელ გზაზე იყრება.
"ყოველდღე მიწევს აღნიშნული გზის გავლა, საშინელი სიბინძურე და ანტისანიტარიაა. ვითხოვთ ხელისუფლება დაგვეხმაროს და გაგვატანინოს ნაგავი ამ ტერიტორიიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა სხვადასხვა დაავადებები გავრცელდეს", - განაცხადა ადგილობრივმა მანანა ვარდოსანიძემ.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოსახლეობის თხოვნაზე ამბობენ, რომ აღნიშნული პრობლემა სხვა სოფლებშიც დგას და თუ მოსახლეობა მათ განცხადებით მიმართავს დაეხმარებიან.
"თუ მოგვმართავენ რუისპირიდან, ჩვენ საწვავით და ტექნიკით დავეხმარებით, რადგან ტერიტორია გათავისუფლდეს საყოფახცოვრებო ნარჩენებისგან. რაც შეეხება სპეციალურ ნაგავსაყრელს, მისი მოწყობის საშუალება ჯერ არ გვაქვს", - განუცხადა რადიო "ჰერეთს" თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დავით ქსოვრელიშვილმა.