აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და ბენიამინ ნათანეაჰუმ ისრაელსა და პალესტინას შორის შეწყვეტილი მოლაპარკების პროცესის აღდგენის შესაძლებლობაზე ისაუბრეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით აშშ და ისრაელი მჭიდროდ ითანაშმროლებს.
როგორც ცნობილია, პალესტინელებმა მოლაპარაკებების პროცესი მას შემდეგ დატოვეს, რაც ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე დაწესებული ათთვიანი მორატორიუმი არ გაახანგრძლივა და იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების მშენებლობა გაანაახლა. ამასთან, ისრაელის ხელისუფლებამ იერუსალემის აღმოსავლეთით ახალი მშენებლობა დაიწყო.
კლინტონსა და ნათანეაჰუს ნიუ-იორკში გამართული შეხვედრის შემდეგ, არ დაუკონკრეტებიათ, თუ რა ბედი ეწევა სექტემბერში განახლებულ მშენებლობებს. პალესტინური მხარის განცხადებით, ისინი ისრაელთან მოლაპარკაბებს არ გამართავენ, თუ სადავო ტერიტორიებზე "უკანონო მშენებლეობები არ შეწყდება".
როგორც შვიდსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, კლინტონმა ნათანეაჰუს პირობა მისცა, რომ იმ შემთხვევაში თუ პალესტინასთან საშვიდობო დოკუმენტს გააფორმებს, ხელშეკრულებაში ისრაელის უსაფრთხოების მოთხოვნები სრულად იქნება გაწერილი.
არსებული ინფორმაციით, ისრაელის და აშშ-ს წარმომადგენლები აღნიშნული საკითხების მოსაგვარებლად მუშაობას უახლოეს დღეებში დაიწყებენ.
ცნობისათვის: ისარაელსა და პალესტინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების პროცესი 2008 წლის შემდეგ პირველად მიმდინარე წელს განახლდა. დაპირისპირებული მხარეები თავდაპირველად აშშ-ში, ეგვიპტეში და შემდეგ იერუსალემშიც შეხვდნენ ერთმანეთს. საერთაშორისო თანამეგობრობა პირდაპირი მოლაპრაკებების პროცესის ჩაშლაში ნაწილობრივ ისრაელს სდებს ბრალს და ქვეყნის ხელისუფლებას მორატორიუმის გაგრძელებისაკენ მოუწოდებს.