საფრანგეთი მოძრაობა "თალიბანის" ახალი მთავრობის აღიარებასა და მასთან რაიმე ფორმით ურთიერთობებზე უარს ამბობს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა და თალიბები ტყუილში დაადანაშაულა.
"საფრანგეთი უარს ამბობს აღიარებასა და რაიმე ფორმით ურთიერთობებზე ამ მთავრობასთან. მათგან ველით მოქმედებებს. ჩვენ მათ რამდენიმე პირობა წავუყენეთ", - განაცხადა ლე დრიანმა ტელეარხ France 5-ის ეთერში.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყველა მსურველს დაუბრკოლებლად უნდა დაეტოვებინა ავღანეთი, უნდა გაგზავნილიყო ჰუმანიტარული დახმარების ტვირთი იმ რაიონებში, რომლებსაც თალიბები ვერ აკონტროლებენ, დაცული უნდა ყოფილიყო ქალთა უფლებები და თალიბებს არ უნდა ეთანამშრომლათ "ალ ყაიდასთან".