ბულგარეთის საკანონმდებლო ორგანოს, ეროვნული ასამბლეის არჩევნები წელს უკვე მესამედ ჩატარდება.
ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა 11 სექტემბერს განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები 14 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად გაიმართება.
რადევის განცხადებით, ორი არჩევნების თარიღის გაერთიანება დაზოგავს გადასახადების გადამხდელთა დროსა და სახსრებს.
წინა საპარლამენტო არჩევნები ბულგარეთში 4 აპრილსა და 11 ივლისს გაიმართა, რის შემდეგაც პარტიებმა მმართველი კოალიციის ჩამოყალიბება ვერ შეძლეს.
მაისიდან ბულგარეთს პრეზიდენტის მიერ დანიშნული გარდამავალი მთავრობა განაგებს.