სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, გივი მეტრეველმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ტარიბანას ველზე სახელმწიფო ხელშეწყობით გაშენებული ფსტის ბაღი დაათვალიერეს.
შპს „ტარიბანა 2016“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 2016 წელს სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ფსტა გააშენა. 47ჰა-ზე ფსტის გაშენებისათვის კომპანიამ 700,000 ლარისინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 360,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. კომპანია “ტარიბანა 2016“ ფსტის სრულ მსხმოიარობაში შესვლისთვის, გაშენებიდან მეშვიდე წელს,ჰექტარზე 5 ტონა მოსავალს ელოდება. ბაღში მუდმივად 5, სეზონურად 15 ადგილობრივია დასაქმებული. კომპანია აგრეთვე ფლობს ფსტის სანერგე
მეურნეობას. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია,პირველადი წარმოების მხარდაჭერა. ტრადიციულიკულტურების მხარდაჭერის პარალელურად ხელს ვუწყობთ ისეთი ჯიშების გაშენებას, რომელიც ახალი და უცხოა საქართველოსთვის, აქვთ მაღალი აგრო საექსპორტო პოტენციალი და შეუძლიათ კონკურენტუნარიანი პოზიცია დაიკავონ, როგორც საერთაშორისო,ასევე ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლების კუთხით. სწორედ, ერთ-ერთი ასეთი კულტურაა ფსტა,“-განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.
კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის გივი მეტრეველის განცხადებით, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის მიმართულებით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს გააშენონ ახალი, მრავალწლოვანიბაღები.
საქართველოს მასშტაბით, პროგრამით „დანერგე მომავალი“ 300ჰა-მდე ფსტის ბაღი გაშენდა, ინვესტიციის ოდენობა 3,7 მლნ ლარია, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 1,3 მლნლარზე მეტია, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი 2,9 მლნ ლარს აღემატება.