ბორჯომისთვის მომავალი ოთხი წელი სწრაფი ტემპით განვითარების საწინდარი იქნება. თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს და მჯერა, ოთხი წლის შემდეგ, ჩვენი მუნიციპალიტეტი კიდევ უფრო ლამაზი, საცხოვრებლად კომფორტული, ინვესტორებისა და ტურისტებისათვის უფრო მიმზიდველი იქნება", - განაცხადა "ქართული ოცნების" ბორჯომის მერობის კანდიდატმა ოთარ არბოლიშვილმა წარდგენაზე.
მერობის კანდიდატის თქმით, უნდა მოხდეს რეკრეაციული და სამედიცინო ტურისტული პოტენციალის განვითარება, ხელი შეეწყოს სამთო-სათხილამურო სპორტს.
მე და ჩემს გუნდს, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, გვაქვს რეალური მიზნები და ამოცანები. ჩვენ უნდა შევქმნათ თანამედროვე სპორტული
"ინფრასტრუქტურა, ასევე ხელი შევუწყოთ ახალი კომფორტული ტურისტული ლოკაციების განვითარებას, კიდევ უფრო განვავითაროთ სამთო–სათხილამურო სპორტი. მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ის უდიდესი რეკრეაციული და სამედიცინო ტურისტული პოტენციალი, რომელიც გააჩნია ბორჯომს. ეს ყველაფერი შექმნის მეტ სამუშაო ადგილს და ადგილობრივებისთვის მეტ შემოსავალს მოიტანს", - განაცხადა ოთარ არბოლიშვილმა.
კანდიდატმა მადლობა გადაუხადა ,,ქართულ ოცნებას’’ გამოცხადებული ნდობისთვის.
"დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, როდესაც გაქვს შესაძლებლობა, იყო შენი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ისეთი მუნიციპალიტეტის, როგორიც ბორჯომია, ემსახურო ისეთ ხალხს, როგორიც ბორჯომელები არიან - სტუმართმოყვარე და მშრომელი ადამიანები. ძლიერი რეგიონი, ძლიერი, ერთიანი საქართველოს წარმატების გარანტიაა, რისთვისაც ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ. ბოლო წლების განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობის და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით ბევრი რამ გაკეთდა, რათა ჩვენი მუნიციპალიტეტი უფრო მეტად გალამაზებულიყო, კომფორტული და ეკონომიკურად ძლიერი გამხდარიყო. 2017 წლიდან დღემდე საკრებულოს წევრი ვარ. ვიკავებდი სხვადასხვა თანამდებობას და ვიცი, რომ ბევრი რამ გაკეთდა. თუმცა, წინ ბევრი გამოწვევაა. მთელი ეს პერიოდი ვხედავდი, როგორ ვითარდებოდა მუნიციპალიტეტი. მერად ჩემი არჩევის შემთხვევაში, აქტიურად გაგრძელდება მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელება.
ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: ნიკოლოზ კიკნაძე, მერაბ იობაშვილი, ვიოლეტა ბალახაშვილი, ელზა კუჭუხიძე, ივანე გელაშვილი, ზურაბ ბლიაძე, კახაბერ თედიაშვილი, მამუკა ლურსმანაშვილი, დავით თედიაშვილი, ედუარდ ამბარცუმიანი, ანდრუშ ირიციანი". - განაცხადა ოთარ არბოლიშვილმა.