"თალიბანი" ქაბულის აეროპორტიდან ჩარტერული რეისებით გაფრენის უფლება მისცა 200 ამერიკელსა და სხვა ქევყნების მოქალაქეებს, რომლებმაც აშშ-ის ევაკუაციის პროცესის დასრულების შემდეგ ავღანეთის დატოვება ვერ შეძლეს. ინფორმაციას Reuters-ის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი მონაცემებით, აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ავღანეთში ზალმაი ჰალილზადმა მოლაპარაკებებზე თალიბები აღნიშნულ ნაბიჯზე დაითანხმა. თვითმფრინავები ქაბულის აეროპორტს დღეს, 9 სექტემბერს დატოვებენ.
8 სეტემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ექსტრემისტული მოძრაობა "თალიბანი" ავღანეთიდან ჩარტერუულ რეისებს არ უშვებს, რომლითაც ქვეყნის დატოვებას ცდილობენ აშშ-ის მოქალაქეები. მისივე თქმით შეერთებული შტატები აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს.
ამასთან, თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ პსაკიმ აღნიშნა, რომ აშშ უსაფრთხოების გამო თავის სამხედრო ბაზებზე ვერ მიიღებს ჩარტერულ რეისებს ავღანეთიდან, თუ ბორტზე ამერიკული მხარისთვის უცნობი პირები იქნებიან, რომლებიც გაფრენამდე სათანადო შემოწმებას არ გაივლიან.