ავღანეთში, ქაბულელი ქალები ისევ გამოვიდნენ საპროტესტო აქციაზე.
ქალები აპროტესტებენ გორის პროვინციაში ციხის თანამშრომლის, 8 თვის ორსული ნეჰარ მასუმის მკველელობას. მანიფესტანტებს გამოტანილი აქვთ ნეჰარის ფოტოები და მისი მკველელების დასჯას მოითხოვენ. თალიბები მასუმის გარდაცვალებასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფენ.
ქალები ასევე მოითხოვენ ქვეყნის მართვის ინსტიტუტებში ქალების ჩართვას, თუმცა, თალიბებმა ახალი დროებითი შემადგენლობის დასახელების შემდეგ ეს შესაძლებლობა ფაქტობრივად გამორიცხეს.
თალიბები ცდილობენ აქციისთვის ხელის შეშლას.
ადგილობრივი გაზეთის Ettelaatroz-ის ჟურნალისტი ზაკი დერიაბი ამბობს, რომ თალიბები სცემენ ქალებს და აკავებენ ჟურნალისტებს. „წარმოუდგენელი სისასტიკე. „თალიბანი“ სცემს საპროტესტო აქციის მონაწილეებს“, - წერს ჟურნალისტი Twitter-ზე და აღნიშნავს, რომ თალიბებმა უკვე ცხრა ადამიანი დააკავეს, მათ შორის ხუთი ჟურნალისტი.
ასეთივე საპროტესტო აქციების დროს გასულ დღეებში თალიბებმა ქალების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თალიბები თავის მხრივ აცხადებენ, რომ ქვეყანაში ქალთა იუფლებები დაცული იქნება ისლამის კანონების ფარგლებში.