დღეს, 18 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ციხის ბუნტში ბრალდებულ ქალთა სასამართლო პროცესი განახლდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სასამართლოში განუცხადეს, პროცესზე მსჯავრდებული მოწმეების დაკითხვა გაგრძელდება, რის შემდეგაც სასამართლო კვლავ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების დაკითხვას დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ ქალთა ციხის ბუნტი გაზაფხულზე მოხდა. მასში მონაწილეობა 38 მსჯავრდებულ ქალს ბრალდება.