ინგლისის დედაქალაქში გამართული სტუდნეტების საპროტესტო აქცია მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. პოლიციასა და მომიტინგეებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, დაკავებულია 35 სტუდენტი. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.
სტუდენტების საპროტესტო აქცია გუშინ, დილიდან დაიწყო. ინგლისელი და უელსელი სტუდენტები ქვეყნის მასშტაბით სწავლის გადასახადის გაძვირებას აპროტესტებდნენ. ამის შემდეგ მომიტინგეთა ერთმა ნაწილმა ბრიტანეთის მმართველი პარტიის, "კონსერვატიული პარტიის" ოფისზე მიიტანა იერიში. შედეგად, ჩამსხვრეულია ოფისის ფანჯრები და დამტვრეულია კარები. პროტესტანტები შენობას ქვებს ესროდნენ და ხელკეტებს ურტყავდნენ.
ლონდონის პოლიციამ შენობის დაკავება, მხოლოდ 17:00 საათისთვის შეძლო.
ლონდონში მომხდარ არეულობას სამხრეთ კორეიდან ქვეყნის პრემიერ მინისტრი დავიდ კამერონი გამოეხმაურა. მისი თქმით, იგი ნერვიულობდა იმ ადამიანების გამო, რომელბიც შენობაში იმყოფებოდნენ.
"ადამიანებს შეუძლიათ პროტესტის გამოხატვა, მაგრამ ძალადობა მიუღებელია", -განაცხადა კამერონმა.