ჰაიტიში ქოლერით დაღუპულთა რაოდენობამ 644 ადამიანს მიაღწია, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობა 10 ათასს აჭარბებს. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, "სი-ენ-ენი" იუწყება.
ჰაიტის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეპიდემია დედაქალაქშიც არ გავრცელდეს, თუმცა მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის პორტ-ო-პრენსში 170 ადამიანია ინფიცირებული, დაიღუპა ერთი მათგანი.
როგორც ცნობილია, მიწისძვრისგან უსახლ-კაროდ დარჩენილ 1,3 მილიონ ადამიანს, რომლებიც დედაქალაქთან ახლოს, კარვებში ცხოვრობენ, ექიმები და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები განსაკუთრებით ყურადღებით აკვირდებიან.
ექიმების განცხადებით, თუ ეპიდემია აღნიშნულ ბანაკებში გავრცელდება მსხვერპლის რაოდენობა კატასტროფულად გაიზრდება.