რუსული პრესა ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული 11 აგენტის "გამყიდველს" ასახელებს.
გაზეთი "კომეტრსანტის" მტკიცებით, მათ აღნიშნულ საკითხზე გამოძიება ჩაატარეს და დაადგინეს, რომ რუსი ჯაშუშების გამყიდველი პოლკოვნიკი შერბაკოვია, რომელიც დიდი ხანია რუსეთის საგარეო დაზვერვის ამერიკის განყოფილება "С"-ს ხელმძღვანელობდა, არალეგალების საქმეებთან დაკავშირებით.
ამასთან, გაზეთი არ ასახელებს, სად იმყოფება პოლკოვნიკი შერბაკოვი.
შეგახსნებთ, რომ 11 პირი აშშ-ის სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის ივნისში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ივლისში ამერიკულმა მხარემ რუსეთის მოქალაქეები ვენის აეროპორტში ოფიციალურ მოსკოვს საკუთარ აგენტებში გაუცვალა.
ის, რომ აშშ და რუსეთის შორის ჯაშუში სკანდალი ღალატის შედეგი იყო, ამას რუსეთის ხელისუფლება არ მალავდა. პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა რუს აგენტებთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ "ეს არის ღალატის შედეგი და მოღალატეები ყოველთვის ცუდად ამთავრებენ, ისინი სიცოცხლეს ამთავრებენ ლოთობით ან ნარკოტიკებით".