„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწოერია მოსახლეობასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობს.
მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი დღეს მოსახლეობას სოფელ ურთაში პარლამენტში ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი ჩიქოვანთან და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ირაკლი ჯანაშიასან ერთად შეხვდა.
„საკმაოდ საინტერესო შეხვედრები იყო. ვისაუბრეთ სოფლის აქტუალურ თემებზე. გამოვკვეთეთ ის ძირითადი გამოწვევები, რომელიც გახლავთ წყალმომარაგება და ასევე შიდა საუბნო გზების პრობლემები. დავგეგმეთ შესაბამისი ღონისძიებები, ვისაუბრეთ სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებზე და იმ მექანიზმებზე, თუ როგორ უნდა გახდეს მეტად ხელმისაწვდომი ის სახელმწიფო პროგრამები და ის რესურსები, რომელიც შეიძლება აითვისოს ჩვენმა მოსახლეობამ. შესაბამისად ჩვენ უახლოეს სამოქმედო გეგმებში ამ ინიციატივებს ჩავსვამთ და ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად დაეხმარება სოფელს კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და რეალიზებული იყოს ამ სოფლის პერსპექტივები“ განაცხადა მამუკა წოწერიამ.
ამ დროისთვის მამუკა წოწერიამ მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრები 15 სოფელში გამართა. შეხვედრებს მერობის კანდიდატი ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვისაც იყენებს და მოსახლეობას იმუნიზაციისკენ მოუწოდებს.