დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას პასუხობს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩატარებულ კვლევის დეტალებს ასაჯაროებს, რომლის თანახმადაც ზუგდიდში, ოპოზიციის მერობის კანდიდატი ანზორ მელია ლიდერობს.
"ზუგდიდში ჩატარებული შიდა კვლევის შედეგებით, ენმ-ისა და ოპოზიციის საერთო კანდიდატანზორ მელიას - 39% აქვს, "ოცნების" კანდიდატს - 32%, პარტია "საქართველოსთვის" კანდიდატს კი მხარს გამოკითხულთა 21% უჭერს. სხვა კანდიდატები კი - 8%.
ენმ კვლევის შედეგების გამოქვეყნებას არ აპირებდა, თუმცა პასუხი უნდა გაეცეს აუცილებლადიმ აღვირახსნილ კამპანიას, რასაც "ქართული ოცნება" ეწევა" - განაცხადა კორძაიამ.