ავღანეთი, შესაძლოა, ტერორიზმის კერა გახდეს ნატოს ძალების გასვლის შემდეგ, რასაც წინ უნდა აღვუდგეთ, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას.
„ჩვენ მივაღწიეთ მიზანს, რომელიც მისიის დასაწყისში 2001 წელს დავისახეთ, რის შემდეგაც ავღანეთიდან საერთაშორისო ტერაქტების საფრთხე აღარ მოდიოდა. ეს იყო კონკრეტული წვლილი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაში, ჩვენი სამხედროების დამსახურება... მაგრამ ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალები იმაზე, რომ მოკავშირეთა ჯარების გასვლის შემდეგ ავღანეთი, შესაძლოა, კვლავ გახდეს საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხის კერა, ეს თავიდან უნდა ავიცილოთ“, - განაცხადა მერკელმა.
გერმანიის მთავრობამ 18 აგვიტოს დაადგინა, გაგზავნოს ბუნდესტაგში მოთხოვნა გერმანიის შეიარაღებული ძალების სამხედრო მისიის მანდატის დამტკიცების თაობაზე ავღანეთიდან გერმანიის მოქალაქეებისა და ადგილობრივი თანამშრომლების ევაკუაციის შესახებ. ძალების გადასროლა 16 აგვისტოს დაიწყო. ოპერაციაში მონაწილოებას 600-მდე სამხედრო მიიღებს. აღნიშნული მანდატის განხილვის მიზნით, ბუნდესტაგმა ზაფხულის არდადეგები შეწყვიტა და 25 აგვისტოს შეიკრიბა.