ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრების ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ტოკიოს პარალიმპიური თამაშების ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ნინო თიბილაშვილი ჩინელ სპორტსმენს, ბიან ცზინს, რიოს პარალიმპიადის ვერცხლის მედალოსანს შეხვდა.
ნინო თიბილაშვილმა ფინალში ანგარიშით 7:15 წააგო, თუმცა, საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა.