საქართველოს მთავრობა "ფაიზერთან" დამატებით 2 მლნ დოზა ვაქცინის მიღებაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანაში დამატებით ჩინური ვაქცინებიც შემოვა.
"ჩვენ შემოვიტანეთ ვაქცინები. კიდევ ვამატებთ ჩემი დავალებით ახლა 2 მლნ დოზაზე ვმუშაობთ "ფაიზერთან" და კიდევ უნდა შემოვიტანოთ. გვაქვს საშუალება, თუ საჭირო გახდა, კიდევ შემოვიტანოთ ჩინური ვაქცინები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.