25 აგვისტოს მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 038 292 აცრა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 719 380 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 25.2%.
სრულად ვაქცინირებულია 318 912 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 11.2%. 24 აგვისტოს აიცრა 28 196 ადამიანი.
ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს დაიწყო. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ოთხი ვაქცინით, "სინოფარმით", "სინოვაკით", "ასტრაზენეკათი" და "ფაიზერით" აცრაა შესაძლებელი.
ვაქცინაციის გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე, საქართველოს მოსახლეობის 60%, ანუ მილიონ 700 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.