აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი უილიამ ბერნსი 23 აგვისტოს საიდუმლოდ შეხვდა "თალიბანის" ლიდერს ქაბულში. იუწყება გამოცემა Washington Post-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, უილიამ ბერნსი შეხვდა "თალიბანის" პოლიტიკური ფრთის ლიდერსა და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას აბდულ ღანი ბარადარის.
მედიაში გავრცელებული ცნობა არ დაუდასტურებია არც ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს, არც "თალიბანს".
შეხვედრის დეტალები უცნობია. გაისმის ვარაუდები, რომ შესაძლოა მოლაპარაკებების საგანი ყოფილიყო ამერიკელი სამხედროების ავღანეთიდან გაყვანის ბოლო ვადის გადავადება. ბოლო ვადად 31 აგვისტოა დათქმული.
ბერნსისა და ბარადარის შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაციიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ "თალიბანი" არ არის თანახმა, გადაავადოს ავღანეთიდან უცხო ქვეყნის ჯარების გაყვანის თარიღი.
"თალიბანის" პრესსპიკერმა ზაბიულა მუჯაჰედმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ 31 აგვისტოს შემდეგ, ავღანელებს აღარ ექნებათ უფლება დატოვონ ქვეყანა და არც ამერიკელი სამხედროების გაყვანის ვადა გახანგრძლივდება