გამარჯვების შემთხვევაში ჭიათურის სოფლებზე ზრუნვას გავაგრძელებ - აცხადებს "ქართული ოცნების" ჭიათურის მერობის კანდიდატი გივი მოდებაზე.
გივი მოდებაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
"მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა სოფელ რცხილათსა და ბიღაში ჩავატარე. განვიხილეთ სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ვისაუბრეთ.
ამ სოფლებში მოეწყო ცენტრალური საავტომობილო გზა, გაკეთდა შიდა საუბნო გზები, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა წყალმომარაგების ქსელის მოწყობის მიზნით, რცხილათის საჯარო სკოლაში მოეწყო საბავშვო ბაღი, სოფელ ბიღაში კი გაზიფიცირების პროცესი მიმდინარეობს.
საარჩევნო შეხვედრის ბოლოს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დასმულ კითხვებს ვუპასუხე", - ამბობს მოდებაძე.