„ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი ვასილ გველესიანი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მერობის კანდიდატი დაბა შორაპნის მოსახლეობას შეხვდრა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
„შორაპანი უნიკალური ისტორიული წარსულითა და ადგილმდებარეობით გამოირჩევა. ამ დაბაში მნიშვნელოვანი ინფრასრტურქურული პროექტები უკვე განხორციელებულია, თუმცა მომავალში დაიგეგმება და გამოიკვეთება ის სამუშაოები, რომელიც აქტუალურია მოსახლეობისთვის.
გამოწვევი ისევ არსებობს და ჩვენი გუნდი მაქსიმალურად იზრუნებს იმისთვის, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში მოაგვაროს ყველა არსებული პრობლემა“- განაცხადა ვასილ გველესიანმა.