18 ნოემბერს, 13:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერის, ეკა ბესელიას ძმის, სერგო ბესელიასა და შვილის, რატი მილორავას სასამართლო პროცესი დაიწყება. ამის შესახებ კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა.
კუკავა მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, დაესწრონ ზემოაღნიშნულ სასამართლო პროცესს და გამოთქვან თავიანთი პროტესტი პოლიტიკური პატიმრების დაკავებასთან დაკავშირებით.
"მოვუწოდებთ თავისუფალი საქართველოს ყველა მოქალაქეს ნუ დავტოვებთ ჩვენს თანამებრძოლებს თანადგომის გარეშე სააკაშვილის და მერაბიშვილის ჯურღმულებში, შევიკრიბოთ ბათუმის სასამართლოსთან, მთელ მსოფლიოს შევახსენოთ, რომ საქართველოს მართვას ევროპის უკანასკნელი ტირანია და მოვითხოვოთ რეჟიმის პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება", - განაცხადა კახა კუკავამ.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პროცესის მოსამართლე ჯემალ კიკნაძესა და პროკურორ სიმონ გოგელაშვილსაც შეეხო და მათ კეთილგონიერებისკენ მოუწოდა.
"მივმართავთ მოსამართლე ჯემალ კიკნაძესა და პროკურორ სიმონ გოგელაშვილს, დაემორჩილონ მხოლოდ კანონს და არა პოლიტიკურ დაკვეთებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა კანონის სრული სიმკაცრით სააკაშვილის გადადგომის მეორე დღესვე", - აღნიშნა კუკავამ.
შეგახსენებთ, რომ სერგო ბესელია 2009 წლის 19 აგვისტოს, ქობულეთში - პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით.