უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური იუწყება.
თავისუფლების ორდენი მერკელს კიევში ვიზიტის დროს გადაეცა.
როგორც ზელენსკიმ ჯილდოს გადაცემისას აღნიშნა, ის მადლიერია იმ მხადაჭერისთვის, რასაც ანგელა მერკელი უკრაინის მიმართ გამოხატავს.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია გერმანიის კანცლერის ვიზიტი დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავისა და ყირიმის პლატფორმის სამიტის დაწყების წინ.
გერმანიის კანცლერი უკრაინას 22 აგვისტოს ეწვია.