წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ვანის მერობის კანდიდატი, ალექსანდრე გოგორიშვილი დღეს სალხინოს, ზენობნის, ზედავანისა და გადიდის მოსახლეობას შეხვდა.
„დაიგო სალხინო-ზენობნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, აღდგა ზედავანი-გადიდის დამაკავშირებელი ცენტრალური გზაც, რამაც საგრძნობლად გააუმჯობესა საავტომობილო მიმოსვლა. სრულად რეაბილიტირდა და საჭირო რესურსით აღიჭურვა ასევე სოფელ ზედავანის საბავშვო ბაღი, სოფელ ტყელვანში კი აღდგა გზის 6-კილომერტიანი საფარი“, - განაცხადა ვანის მერობის კანდიდატმა.
ალექსანდრე გოგორიშვილთან ერთად ადგილობრივებთან შეხვედრისას პარტია „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლია დიასამიძეც იმყოფებოდა, რომელიც მოსახლეობას წარუდგინა.