BBC - ს ინფორმაციით, ერაყში ქრისტიანების მიმართ გამიზნულ ტერორისტულ აფეთქებებს სულ ცოტა სამი ქრისტიანი შეეწირა.
აფეთქება 5 სხვადასხვა ქრისტიანულ დასახლებებში მოხდა. აფეთქებების შედეგად 24 ადამიანია დაშავებული.
გასულ კვირას, ბაღდადში ისლამისტი მებრძოლების მიერ კათოლიკურ კათედრალზე შეტევას 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ისლამისტი მეამბოხეები ეწინააღმდეგებიან ქვეყანაში ქრისტიანობის არსებობას.
მეამბოხეებმა ორი ნაღმმტყორცნითა და 10 ხელნაკეთი ბომბით განახორციელეს თავდასხმა.
რამდენიმე დღის წინ, ერაყის საეკლესიო წარმომადგენელმა ლონდონში, ერაყის ქრისტიანულ ნაწილს უსაფრთხოების მიზნით სასწრაფოდ მოუწოდა ქვეყნის დატოვებისკენ. მისი თქმით, ტერორისტები ყველა ქრისტიან მოსახლეს დახოცავენ.