გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, კანცლერის რანგში, ბოლო ვიზიტს გამართავს რუსეთში.
ანგელა მერკელი 20 აგვისტოს ეწვევა მოსკოვს, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება. კანცერლი მერკელი 23 აგვისტოს მოსკოვიდან კიევს გაეშურება.
ანგელა მერკელის მოსკოვში ვიზიტის ფონია, კრემლის მწვავე კრიტიკოსის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლიდან 1 წლისთავი.
ნავალნის მოწამვლის წლისთავთან დაკავშირებით, საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა გამოაქვეყნა სპეციალური განცხადება, სადაც რუსეთის ხელისუფლებას პოლიტიკოსის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
Amnesty International-მა ასევე მოუწოდა ანგელა მერკელს, პუტინთან შეხვედრისას წამოჭრას ნავალნის მოწამვლის საკითხი და გააგრძელოს მოსკოვზე ზეწოლა, რათა კრემლმა უზრუნველყოს ნავალნის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამჭვირვალე და მიუკერძოებელი გამოძიება.
გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა, შტეფან ზაიბერტმა დაადასტურა, რომ ლიდერების შეხვედრანზე, კანცლერი ნამდვილად წამოჭრის ნავალნის საკითხს.
მერკელი და პუტინი ასევე განიხილავენ დონბასის სიტუაციას და მინსკის შეთანხმებების განხორციელების საკითხს.
მოელიან, რომ ლიდერების შეხვედრის ცენტრალური საკითხი იქნება გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მშენებლობის დასრულება.
მერკელი ეცდება, პუტინი უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის ხელშეკრულების 2024 წლამდე გახანგრძლივებაზე დაიყოლიოს.
23 აგვისტოს, ანგელა მერკელი კიევში გაემგზავრება.